Thumbnail

მაურო იკარდი გაქურდეს - ზარალი თითქმის ნახევარი მილიონია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოროტმოქმედებმა 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს 
  • პსჟ-ის ფორვარდი ქურდოების მომენტში ლორიანთან სათამაშოდ იმყოფებოდა

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი მაურო იკარდი გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა 27 წლის არგენტინელი ფეხცბურთელის სახლში შეაღწიეს და იქიდან ლამის ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დანაშაული 30 იანვარს მოხდა, როდესაც მაურო იკარდი ლიგა 1-ის 22-ე ტურის მატჩში სტუმრად ლორიანთან თამაშობდა. მაუროს სახლში ქურდობის კვალი მეორე დღეს დილით მოსამსახურემ აღმოაჩინა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილიდან დნმ-ის სინჯები და თითების ანაბეჭდები აიღეს. სავარაუდოდ, ქურდები სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ.

ქურდებმა ფეხბურთელის სახლიდან იუველირული ნაკეთობები, ძვირფასი საათები და ტანსაცმელი წაიღეს. წინასწარი შეფასებით, ზარალი დაახლოებით 400 ათას ევროს შეადგენს. 

ამ დროს მაუროს სახლში ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ

ლორიანი-პარი სენ-ჟერმენის მატჩში (3:2) მაურო იკარდიმ სრულად ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. 

აღსანიშნავია, რომ მაურო პირველი არაა პარიზულ გუნდში, ვინც კრიმინალებმა დააზარალეს. მსგავსი რამ მანამდე პსჟ-ის ამჟამინდელ და ყოფილ მოთამაშეებს: სერხიო რიკოს, ტიაგო სილვას, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგსა და დანი ალვეშსაც გადახდათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები