Thumbnail

5 ამბავი, რომელიც შაბათ-კვირას გამოგრჩა

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

1. ძიუდო | ევროპის ჩემპიონატი მედლის გარეშე

თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა - 7 წონაში მოასპარეზე 9 ძიუდოისტისგან, რომელთაგანაც 8 განთესილი იყო და ფავორიტთა შორისაც მოიაზრებოდა, პოდიუმზე ასვლა ვერცერთმა ვერ შეძლო. მედალთან ყველაზე ახლოს +100 კგ წონაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იყო, თუმცა მან დასანანი ილეთი ბრძოლის დასრულებამდე წამით ადრე გაუშვა, ფინალში ვერ გავიდა და ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაც დათმო. ვრცლად

ნახევარფინალში თუშიშვილი რუს ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა

2. სერია A | იუვენტუსი ზედიზედ მეშვიდედ?!

იტალიის ჩემპიონატის დამთავრებამდე ბევრი არაფერი რჩება. იუვენტუსი ნაპოლის აქამდე მხოლოდ ქულას უგებდა, ფინიშამდე სამი ტურით ადრე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. მაქს ალეგრის გუნდმა თავისი მატჩი მილანში, ინტერთან დაასრულა სასურველი შედეგით (2:3), ნაპოლიმ ფლორენციაში, ფიორენტინასთან ითამაშა 82 წუთი 10 კაცის შემადგენლობით და საბოლოოდ საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო. პეპე რეინას კარი სამივე ჯერზე დიეგო სიმეონეს შვილმა, ჯოვანიმ დალაშქრა! ვრცლად

ალექს დელ პიერო იტალიურ დერბის თვალს ლოს-ანჯელესიდან ადევნებდა

3. ლა ლიგა | ბარსელონამ ჩემპიონატი 25-ედ მოიგო

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი ბოლო 10 სეზონის განმავლობაში მეშვიდედ გახდა. 34-ე ტურის მატჩში კატალონიური კლუბი ლა კორუნიას ეწვია და დეპორტივო 2:4 დაამარცხა. ბარსელონამ ლა ლიგა ჯამში 25-ედ მოიგო! ერნესტო ვალვერდეს გუნდს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე არცერთი თამაში არ წაუგია, წინ კიდევ ოთხი მატჩია, მათ შორის ელ კლასიკო, რომელსაც მომდევნო უიქენდზე კამპ ნოუ უმასპინძლებს. ვრცლად

ლეომ დეპორის კარში სამი გოლი გაიტანა, სამივე საგოლე გადაცემა სუარესმა გააკეთა 

4. F1 | ლუის ჰემილტონის ტრიუმფი ბაქოში

ისევე, როგორც შარშან, აზერბაიჯანის გრანპრი წელსაც ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა. რბოლა მოქმედმა ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა მოიგო - არადა, მისგან ამას აღარავინ ელოდა. სებასტიან ფეტელი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა! მეორე პოზიცია კიმი რაიკონენმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი, ყველასათვის მოულოდნელად, სერხიო პერესი გავიდა, რომელმაც ფორს ინდიას სენსაციური ქულები მოუტანა. ვრცლად

რედ ბულის პილოტებმა იმდენი მოახერხეს, რომ რბოლას ერთმანეთი გამოთიშეს

5. NBA | ლებრონმა ინდიანას მარტომ მოუგო, კლივლენდი მეორე რაუნდშია

კლივლენდ კავალიერსმა ინდიანა პეისერსთან გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა. 105:101 მოგებულ შეხვედრაში ლებრონმა 45 ქულა დააგროვა! გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 მოხსნა და 7 პასია. მეოთხედფინალში კლივლენდს ტორონტო ელოდება, რომელმაც პლეი ოფის პირველ რაუნდში ვაშინგტონი 4:2 დაამარცხა. ვრცლად

ჯეიმსმა თამაში 7-დან 7 ჩაგდებული ბურთით დაიწყო და ჯამში 45 (!) ქულას მოუყარა თავი

 

კომენტარები

ბოლო ამბები