Thumbnail

ლუის სუარესი: მესისთან ერთად ვთამაშობდი და შანსი იმიტომ არ მქონია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კადისი 2:4 ატლეტიკო
  • ლუის სუარესს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 14 გოლი მოუგროვდა

მადრიდის ატლეტიკომ ლა ლიგის 21-ე ტურში სტუმრად კადისს 4:2 აჯობა, ლუის სუარესმა კი დუბლი შეასრულა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ერთი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რაც ლა ლიგაში მხოლოდ მეორედ გააკეთა (პირველად 2016 წლის შემდეგ).

თამაშის შემდეგ "ელ პისტოლერომ" თქვა, რომ ბარსელონაში საჯარიმო დარტყმების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, რადგან იქ ლიონელ მესი თამაშობდა.

"ბარსელონაში მესისთან ერთად დიდხანს ვთამაშობდი და საჯარიმო დარტყმების შერულების შანსი იმიტომ არ მქონია, მაგრამ ლივერპულსა და ურუგვაის ნაკრებში ამ სტილში რამდენიმე გოლი გავიტანე. როდესაც თავდამსხმელი ფორმაშია, ეს მომენტი უნდა გამოიყენო. ყველანაირად ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ვიცოდით, რომ კადისთან რთული მატჩი გველოდა. მათ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად, ნეგრედო და მათ შეჩერებას ვცდილობდით, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა", - თქვა სუარესმა.

📺 კადისი 2:4 ატლეტიკო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო ლა ლიგას 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და უახლოეს მდევარ რეალთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ლუის სუარესს კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 16 მატჩში 14 გოლი მოუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები