Thumbnail
  • ლეროი სანემ მანჩესტერ სიტიში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა
  • გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი რეალს სურს

მანჩესტერ სიტის და გერმანიის ნაკრების გარემარბი ლეროი სანე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, მადრიდის რეალში გადავიდეს.

ლეროი სანემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა

გამოცემა “მანჩესტერ ივნინგ ნიუსის” ინფორმაციით, 22 წლის გერმანელი მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე პოზიციაზეა.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ რეალი მზადაა, მანჩესტერ სიტის სანეს სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი შესთავაზოს, რაც დაახლოებით 80 მილიონი ევროა.

ლეროი სანემ მიმდინარე სეზონში ჯამში 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ცოტა ხნის წინ ის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები