Thumbnail

NCAA-მ კარლ მელოუნის პრიზის TOP-10 კანდიდატს შორის სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა. Karl Malone Award-ის გამარჯვებული ხდება კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდი, არის შანსი, რომ წლეულს ეს პრესტიჟული ტროფეი ქართველმა კალათბურთელმა მოიპოვოს.

მამუკელაშვილის გარდა კანდიდატები არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი და ჯერემია რობსონ-ირლი.

თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება, სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. ავხსნით, როგორ შეიძლება ეს. 

როგორ მივცეთ ხმა

1. შედიხართ hoophallawards.com-ზე და ირჩევთ თითოეულ კატეგორიაში თითო მოთამაშეს (გამთამაშებელი, მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი).

2. ბოლოს წერთ მეილს, რომელზეც მოგივათ თქვენი არჩევანი.

3. მხოლოდ მეილზე მოსვლის და თქვენი კონფირმაციის (აკლიკავთ ლინკს) ითვლება თქვენი ხმა.

შენიშვნა: შესაძლოა, მეილი დაუყოვნებლივ არ მოვიდეს. 

შეზღუდვა: დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა.

თებერვლის ბოლოს 10-10 კანდიდატიდან რჩება მხოლოდ 5-5, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი სპეციალური კომიტეტი იღებს. 

სანდრო მამუკელაშვილს უახლოესი თამაში ერთ-ერთ ფავორიტ ვილანოვასთან აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები