Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა გახსენების დღე აღნიშნა
  • მანუელ ნოიერი თამაშზე ცისარტყელას ფერებში გაწყობილი სამკლაურით გავიდა

27 იანვარს ჰოლოკოსტის გახსენების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "ალიანც არენა" ცისარტყელას ფერებში განათდა. ჰოფენჰაიმთან შეხვედრაზე კი ტრიბუნები და კუთხურის ალმები ასევე ცისარტყელას დროშებით მორთეს.

ასე გამოიყურებოდა 'ალიანც არენას' ტრიბუნები ჰოფენჰაიმთან მატჩის წინ

გერმანიაში ბაიერნის წამოწყებულ კომპანიას სხვა კლუბებიც აყვნენ. !NieWieder ლოზუნგით კლუბმა წამოიწყო ღონისძიება, რომელიც ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერას ემსახურება. !NieWieder (აღარასდროს!) ნაცისტების ჩადენილ ბოროტებას ეხმიანება, რომელიც აღარასდროს უნდა გამეორდეს. 

მანუელ ნოიერი თამაშზე კაპიტნის სამკლაურით გავიდა, რომელიც ასევე ცისარტყელას ფერებშია გაწყობილი.

ბაიერნის პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი: "მიუნხენის ბაიერნს დაარსების დღიდან, ტოლერანტობის 121-წლიანი ისტორია აქვს. ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ ყოფილ პრეზიდენტ ანგელო კნორს, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ჰონოსექსუალი იყო. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი საზოგადოების ლიბერალურ შეხედულებებს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ მრავალფეროვანი ვართ".

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "როგორც კოსმოპოლიტური კლუბი, ბაიერნი დიდად აფასებს ტოლერანტობას და განსხვავებულობას. ნებისმიერი სახის სიძულვილს ახალ მსოფლიოში არ უნდა ჰქონდეს ადგილი". 

📺 ბაიერნი v ჰოფენჰაიმი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-19 ტურში ჰოფენჰაიმს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები