Thumbnail

Tesla-ს ახალი ავტომობილის კომპიუტერზე Witcher 3-ის თამაში შეგეძლებათ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  •  ახალი Model S-ის ფასი 80 000 დოლარია
  • გაუგებარია, ვინ გამოიყენებს ძვირადღირებულ სპორტულ ავტომობილს ვიდეოთამაშებისთვის
  • გამოკითხვის მიხედვით, ტესლას ფანების 85 %-ს ეს იდეა მოსწონს

თუ კი PS5 ან Xbox Series X არ გაქვთ, ახლა უკვე მანქანაშიც შეგიძლიათ გეიმინგით გართობა: Tesla-ს ახალი სპორტული ავტომობილი, რომლის ფასიც 80 000 დოლარია, კომპიუტერითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც მომდევნო თაობის კონსოლებისას უტოლდება.

ალბათ, დაუჯერებლად გეჩვენებათ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ძვირადღირებულ სპორტულ ავტომობილს გამოიყენებს ვიდეოთამაშებისთვის. თუმცა, Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი, ასე არ ფიქრობს.

''გინდათ, Tesla-ს ახალ მანქანაზე Witcher-ის თამაში?'' ჰკითხა მან ფანებს საკუთარ ტვიტერზე გასულ კვირას. როგორც აღმოჩნდა, იდეა საკმაოდ პოპულარულია: ერთი კვირის განმავლობაში, გამოკითხვაში დაახლოებით 700 000-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და მათ 85 %-ს სურს, სპორტულ ავტომობილში ვიდეოთამაშებით გაერთოს.

ახალი ავტომობილის და მისი გეიმერული 'დაშბორდ' კომპიუტერის შესახებ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა:

1) ცნობილია რომ ახალ Model S-ს ორი მონიტორი აქვს: 17 ინჩიანი 2200 x 1300 პიქსელზე მთავარი დისფლეი და დამხმარე 8 ინჩის დიაგონალის მქონე დისფლეი. რომელ მონიტორზე შეეძლება მომხმარებელს ვიდეოთამაშების გაშვება, ჯერ ცნობილი არ არის.

2) საჭირო იქნება თუ არა ჯოისტიკი? ილონ მასკს თუ დავუჯერებთ, კომპიუტერი თავსებადია ''სხვადასხვა ტიპის უსადენო კონტროლერებთან'' თუმცა, ამის მეტი ჯერ არაფერი ვიცით

3) ვინ დაამზადებს GPU-ს? სავარაუდო კანდიდატებად Nvidia და AMD განიხილებიან, თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთს არ გაუკეთებია განცხადება Tesla-სთან თანამშრომლობის შესახებ. თუ ჩავთვლით, რომ Tesla-ს დამფუძნებელი საკუთარ განცხადებებში კომპიუტერის მონაცემებს არ აზვიადებს და ის მართლაც  PS5-სა და Xbox Series X-ის ანალოგიური სიძლიერისაა, ეს ნიშნავს, რომ მას 10.28-დან 12 ტერალოფტი სიმძლავრე ექნება, თუმცა, კომპიუტერის სიმძლავრე, რა თქმა უნდა, მხოლოდ GPU-ზე არაა დამოკიდებული. 

Tesla-ს ახალი Model S  

4) იქნება თუ არა Tesla-ს მანქანა აღჭურვილი 'ქლაუდ სეივინგის' ტექნოლოგიით? ეს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა: საეჭვოა, ვინმემ 70 საათი გაატაროს მანქანაში Witcher-ის დასახურად. 

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა Tesla ავტომობილებში ექსპერიმენტული ტექნოლოგიის დამატებას ცდილობს. 2019 წელს, Model 3-ზე Cuphead-ის თამაში შეგეძლოთ, 2020-ში კი კომპანიამ Fallout Shelter-იც დაამატა არჩევანს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები