Thumbnail

ტუხელი: ვერნერი უკეთ ათამაშდება და ამის გაკეთება ჩემი საქმეა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ტიმო ვერნერი ჩელსიში კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს
  • ლონდონელთა ახალმა მწვრთნელმა გერმანელზე ისაუბრა

ტიმო ვერნერი ლაიპციგიდან ჩელსიში გასულ ზაფხულს 45 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. გერმანელზე ლონდონში დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ფორვარდს პრემიერლიგასთან ადაპტაცია გაუჭირდა და ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, როგორც გასულ სეზონში იყო.

ტიმოს გოლების გატანა უჭირს. გარდა ამისა, იგი ვერ აჩვენებს მაღალი დონის თამაშს. ფრენკ ლამპარდის გუნდიდან წასვლისა და ახალ მთავარ მწვრთნელად თომა ტუხელის დანიშვნის შემდეგ, გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა ტიმო უკეთ ათამაშდეს.

24 წლის შემტევზე ისაუბრა ლონდონელთა ახალმა თავკაცმა თომას ტუხელმა. გერმანელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ვერნერი უკეთ ათამაშდება.

"ტიმოს ურჩევნია სივრცე ჰქონდეს. ის ძალიან სწრაფია და უყვარს ძალიან მაღლა თამაში. ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მისი მოძრაობები და ფორმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ ათამაშდება და ამის გაკეთება ჩემი საქმეა", - განაცხადა ტუხელმა.

ტიმო ვერნერმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები