Thumbnail
  • ედინსონ კავანი მანჩესტერ იუნაიტედს თავისი გამოცდილებით ეხმარება
  • ოლე გუნარ სულშერმა ურუგვაელი თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა 

მანჩესტერ იუნაიტედისთვის ედინსონ კავანის ტრანსფერი გამართლებული აღმოჩნდა. ურუგვაელი ფორვარდი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, თავისი გამოცდილებით კლუბს ძალიან ეხმარება.

"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა აღნიშნა, რომ კავანის გამოცდილება ახალგაზრდა შემტევებს ზუსტად ისე ეხმარება, როგორც 90-იანი წლების ბოლოს ტედი შერინგემი ეხმარებოდა თანაგუნდელებს.

ტედი იუნაიტედის რიგებში 1997 წელს ჩაირიცხა. მაშინ მანჩესტერის ახლანდელი თავკაცი ახალგაზრდა შემტევი იყო და სერ ალექს ფერგიუნსონის გუნდში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა. ნორვეგიელის თქმით, მაშინ მან შერინგემისგან ბევრი რამ ისწავლა.

ახლა კი კავანის მისვლაც ისეთივე გავლენას ახდენს რაშფორდზე, გრინვუდსა და მარსიალზე, როგორსაც თავის დროზე ტედი შერინგემი ახალგაზრდა სულშერსა და სხვა შემტევებზე.

"ტედი თავისი გამოცდილებით 1997 წელს დაგვემატა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, ედინსონ კავანის დამატებამაც მსგავსი ეფექტი მოახდინა. ჩვენ ახალგაზრდა თავდამსხმელები ვიყავით, რომლებიც ტედისგან ვსწავლობდით. ახლა კი მარკუსი, ენტონი და მეისონი კავანისგან სწავლობენ. ედინსონი შესანიშნავი შენაძენია", - განაცხადა სულშერმა.

33 წლის ურუგვაელს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები