Thumbnail
  • ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზე საბოლოო უარი თქვა
  • კარლოს ასეთი “სკუადრა აძურა” არ აინტერესებს
  • იტალიელებს ახლა ორი მთავარი კანდიდატი ჰყავთ

ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, კარლო ანჩელოტიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას საბოლოო უარი შეუთვალა - უმუშევარ იტალიელ სპეციალისტებს შორის ყველაზე წარმატებული იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე არ დათანხმდა.

ცნობილია, რომ ანჩელოტი გასულ ორშაბათს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისარ რობერტო ფაბრიჩინის შეხვდა და მოსაფიქრებლად კიდევ რამდენიმე დღე ითხოვა. ახლა კი, “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ კარლომ მას საბოლოო უარი შეუთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნდიალს მიღმა დარჩენილი “სკუადრა აძურას” დროებით თავკაც ლუიჯი დი ბიაჯოს სხვა სპეციალისტი შეცვლის.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, ფედერაცია ანჩელოტის 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა.

კლაუდიო რანიერი

“გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ კარლოს უარის შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ფავორიტი ახლა რობერტო მანჩინია, რომელიც ზანკტ პეტერბურგის ზენიტში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ მანჩინიმ განაცხადა, რომ მზადაა, იტალიაში დაბრუნდეს.

“გაძეტას” ინფორმაციით, მანჩინის გარდა, ამ ეტაპზე მხოლოდ კლაუდიო რანიერის (ნანტი) კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები