Thumbnail
  • ცსკა 66:69 ბაიერნი
  • ბაიერნმა მოსკოვში გამარჯვება შეძლო
  • თორნიკე შენგელიას 11 ქულა 29 წუთში

კითხვაზე, თუ რას დაუპირისპირებდა შენგელიას და მილუტინოვს, ბაიერნის მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ მატჩის წინ ასე უპასუხა: “ევროლიგას ვთხოვე, ჩვენთვის 6 კალათბურთელით თამაშის უფლება მოეცათ, მაგრამ უარი გვითხრეს…”

მაგრამ ტრინკიერის რეალურად, რა თქმა უნდა, სხვა გეგმა ჰქონდა და მისი განხორციელება შეძლო! ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის 23-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა მოსკოვის ცსკა სტუმრად 69:66 დაამარცხა!

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 3 პაი დააგროვა. თორნიკემ 8-დან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ, შვიდივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 2 ჩაჭრაც იყო და მას 2 დაკარგვაც ჰონდა. შენგელიას საუკეთესო მომენტი, რომელსაც ვიდეოში ნახავთ, სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა:


გარდამავალი პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე მეოთხედში მოსკოველებს სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ და პერიოდი 21:10 მოიგეს, მაგრამ ბოლო მეოთხედში ბაიერნმა თამაში სენსაციური თამაშით შეატრიალა! ფინალური პერიოდი გერმანულმა კლუბმა ცსკა-ს მხოლოდ 6 ქულა ჩააგდებინა და მეოთხედი 19:6 მოიგო!

მიუნხენელთა მხრიდან ყველაზე პროდუქტიული უეიბ ბოლდუინი გახლდათ 22 ქულით. ცსკა-დან საუკეთესო ნიკოლა მილუტინოვი გამოდგა - 16 ქულით. დერან ჰილიარდის ანგარიშზე 15 ქულაა. შეგახსენებთ, რომ ცსკა მაიკ ჯეიმსის გარეშე თამაშობს, რომელიც მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან კონფლიქტის შემდეგ განაცხადს მიღმაა.

23 ტურის შემდეგ ცსკა ევროლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, ვალენსიასთან გამართავს. მე-5 ადგილზე მყოფი ბაიერნი კი 5 თებერვალს ალბა ბერლინს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები