Thumbnail
  • 📅 30 იანვარი | ⌚ 21:30 | ⚽ არსენალი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • მიკელ არტეტამ იუნაიტედს ორივე შეხვედრა ისე მოუგო, გოლიც არ გაუშვა 
  • სულშერმა ბოლო ტურში აუტსაიდერთან წააგო და რეაბილიტაცია სჭირდება
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისისი პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, "ემირეიტსზე" გაიმართება, სადაც არსენალი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მიკელ არტეტას გუნდი ამ თამაშს ჩემპიონატში 6-მატჩიანი წაუგებელი სერიითა და ცხრილის შუაში მყოფი ხვდება. რაც შეეხება ოლე გუნარ სულშერის გუნდს, "წითელი ეშმაკები" საჩემპიონო ბრძოლაში არიან ჩართულნი და ლიდერ სიტის სულ ქულით ჩამორჩებიან.

არსენალი

ამ ინგლისური კლუბების დაპირისპირების ისტორიაში, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა, უპირატესობა მანჩესტერელთა მხარესაა. თუმცა, "წითელ ეშმაკებთან" საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა აქვს არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას. ესპანელმა ფეხბურთელობის დროს იუნაიტედთან გამარჯვება სულ 2-ჯერ მოახერხა, 11-ჯერ კი წააგო. სამაგიეროდ, როგორც მწვრთნელმა, "მანკუნიანელების" წინააღმდეგ ორჯერ გაიყვანა გუნდი და ორივეჯერ მოიგო - 2:0 და 1:0. 

ახლახან არსენალმა რეალიდან მარტინ ედეგორი დაიმატა.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, ფაქტია, მიკელ არტეტამ არსენალის დაცვა დაალაგა - გუნდმა ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში სულ 2 გოლი გაუშვა. ამავდროულად, ესპანელი არც სხვა რგოლებს ივიწყებს - სულ ახლახან ნახევარდაცვაში ნორვეგიელი მარტინ ედეგორი დაიმატა. რეალის 22 წლის ნორვეგიელი არსენალის ღირსებას იჯარით სეზონის ბოლომდე დაიცავს.

მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ არსენალს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები მაინც აქვს - სათუოა ერთბაშად 4 საკვანძო ფეხბურთელის თამაში. პიერ-ემერიკ ობამეიანგი გუნდს ოჯახური მიზეზით გამოაკლდა და უცნობია, ამჯერად შეძლებს თუ არა თამაშს. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეექმნათ კირან ტირნისა და ემილ სმიტ როის, დანი სებალიოსისა და პაბლო მარის თამაში კი გამოირიცხა.

ალექსანდრ ლაკაზეტმა ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა

მანჩესტერ იუნაიტედი

ოლე გუნარ სულშერი ამაყობდა იმით, რომ ახალი წლის პირველ თვეში მისი გუნდი პრემიერლიგაში საუკეთესო იყო, მაგრამ ბოლო ტურში შინ ძალიან მწარედ მიიღო - ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერ შეფილდ იუნაიტედთან სენსაციურად დამარცხდა (1:2) და 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. 

წაგება იუნაიტედს სატურნირო ცხრილის ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა. ახლა სულშერმა და მისმა შეგირდებმა გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციისთვის ლონდონში სასურველ შედეგს უნდა მიაღწიონ. სხვასთან ერთად, მანჩესტერელებს იმედს გასვლით მატჩებში ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგიც უნდა აძლევდეთ - პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გუნდმა სტუმრად გამართული 10 შეხვედრიდან 8 მოიგო, არცერთი წააგო და გაიტანა 24 გოლი. 

სულშერმა არტეტასთან აქამდე გამართული ორივე დუელი 'ნულზე' წააგო

მომავალ დაპირისპირებაში საეჭვოა ერიკ ბაიის მოედანზე გასვლა, მარკოს როხოსა და ფოლ ჯონსის თამაში კი გამორიცხულია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლონდონის არსენალმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5-ის მოგება შეძლო.

⚽ ყველა ტურნირში არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 4 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ლონდონელებმა წითელ ეშმაკებთან პრემიერლიგაში ბოლო ხუთი მატჩი არ წააგეს (3 მოგება, 2 ფრე).

⚽ არსენალმა მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონატში გამართული ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6 არ წააგო (4 მოგება, 2 ფრე).

⚽ მეთოფეებმა იუნაიტედთან მეორე ტაიმი პრემიერლიგის ბოლო 12 შეხვედრაში არ წააგეს - 5 მოგება, 7 ფრე. 

⚽ ლონდონელებმა მანჩესტერ იუნაიტედს მეორე ტაიმში გოლი ჩემპიონატის ბოლო 10 მატჩიდან 9-ში გაუტანეს.

⚽ მეთოფეებმა მანჩესტერ იუნაიტედთან ლიგაში გამართული 57 მატჩიდან 16 მოიგეს, 17 ფრედ დაასრულეს და 24 წააგეს. 

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში სტუმრად ჩატარებული 14 შეხვედრიდან 12 მოიგო. 

⚽ მანკუნიანელებმა ემირეიტსზე გოლი პირველ ტაიმში, პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გაიტანეს.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად არსენალთან 1-ზე მეტი გოლის გატანა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ვერ შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): ლენო - სოარეში, ჰოლდინგი, ლუისი, ტირნი - პარტი, ჯაკა - საკა, ემილ სმიტი, პეპე - ლაკაზეტი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა -  ვან-ბისაკა, ლიდნელოფი, მაგუაირი, შოუ - ფრედი, მაკტომინაი - რაშფორდი, ფერნანდეში, პოგბა - კავანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები