Thumbnail

სანამ დროა, ხმა ამოიღეთ! - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილს დაუპირისპირდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი ძიუდოისტების ფიასკოს ოლიმპიური ჩემპიონი გამოეხმაურა
  • ზურაბ ზვიადაურმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა. ქართველმა ფალავნებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.

სრული ფიასკო - უმედლო ევროპა საქართველოსთვის

ქართველი ძიუდოისტების ფიასკოს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გამოხმაურა და ვრცელ წერილში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა - ზვიადაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი - 0! 

მე, როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტს და გულშემატკივარს, მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში! 

არ ვიცი, საიდან დავიწყო... ამას ვამბობდი წლების უკან, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე... შეიძლება კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია - გარდა კეთილდღეობისა! მინდა, ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! 

ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო, რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით... აი, სად მიდის თანხები ფედერაციიდან! 

გადაამოწმეთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ: ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპაზე, ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი, ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!"

კომენტარები

ბოლო ამბები