Thumbnail

ძიუდო | ლიდერების გარეშე - შემადგენლობა თელ ავივის გრანდ სლემისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ისრაელში ვერ ვიხილავთ მასტერსის ჩემპიონებს - ლიპარტელიანსა და გრიგალაშვილს
  • ამ დროისთვის გრანდ სლემზე 18 ქართველი ძიუდოისტია დარეგისტრირებული

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა განაცხადი გააკეთა 18-20 თებერვალს დაგეგმილი გრანდ სლემისთვის, რომელსაც ისრაელის ქალაქი თელ ავივი უმასპინძლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომავალ ტურნირზე 66 ქვეყნის ოთხასამდე ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 18 ქართველია: 13 კაცი და 5 ქალი.

კაცები: თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე – 73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ.).

ქალები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

აღსანიშნავია, რომ ამჯერად დასვენების საშუალება მიეცათ 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მასტერსის ჩემპიონებს – ტატო გრიგალაშვილსა (81 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.), ასევე მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორ ვაჟა მარგველაშვილსა (66 კგ.) და 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ.).

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადამდე, სადაც ძიუდოისტებს 24-31 ივლისს ვიხილავთ, თელ ავივის გარდა, გრანდ სლემის კიდევ 5 ეტაპია დაგეგმილი: 5-7 მარტს ტაშკენტში (უზბეკეთი), 26-28 მარტს თბილისში (საქართველო), 1-3 აპრილს ანტალიაში (თურქეთი), 8-9 მაისს პარიზსა (საფრანგეთი) და 6-13 ივნისს ბუდაპეშტში (უნგრეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები