Thumbnail
  • გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი კარტახენაში დაადასტურეს
  • ოვიედოში 26 წლის ნახევარმცველმა წარუმატებელი 6 თვე გაატარა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კარტახენაში გააგრძელებს. გიორგიმ ოვიედოსთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ახალ გუნდს უკვე შეუერთდა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 26 წლის ნახევარმცველი კარტახენაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

კარტახენა ლა ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის და გიორგისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან სეზონის პირველ ნაწილში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. აბურჯანიამ ოვიედოში მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 4-ჯერ ითამაშა, აქედან მხოლოდ 2-ჯერ ლა ლიგა 2-ში (ჯამში 83 წუთი 22 ტურში). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, მაგრამ ესპანეთში დარჩენა ამჯობინა და წესით, კარტახენას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება უნდა მოახერხოს.

აბურჯანიამ ოვიედოში ხოსე ანხელ ზიგანდა თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნა

26 წლის ქართველი ფეხბურთელი ოვიედომდე ენსხედეს ტვენტეს, ლუგოს, სევილია 2-ის, ხიმნასტიკის, ანორთოსისის, თბილისის ლოკომოტივის, გორის დილასა და რუსთავის მეტალურგის ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 19-ჯერ უთამაშია, გოლი კი არ გაუტანია.

კარტახენა მიმდინარე სეზონში საკმაოდ წარუმატებლად თამაშობს და ლა ლიგა 2-ში 22 ტურის თავზე 20 ქულით სარაგოსასთან და ალკორკონთან ერთად სატურნირო ცხრილის უკანასკნელ სამ პოზიციას იყოფს. აღსანიშნავია, რომ ლუის კარიონის გუნდს 5 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, როდესაც სტუმრად მალაგა 2:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები