Thumbnail
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა, სენსაციური გაცვლით დაიხუროს
  • ჯეკოს რომაში კონფლიქტი აქვს, სანჩესი ინტერის ძირითადში ვერ ხვდება

მილანის ინტერმა და რომამ შესაძლოა, თავდამსხმელები, ედინ ჯეკო და ალექსის სანჩესი გაცვალონ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დღეს დაიწყო და მხარეები ამ საქმეზე უკვე მუშაობენ.

ჯეკოს რომას მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ვარჯიში აუკრძალა და მხოლოდ ინდივიდუალურად მომზადების შესაძლებლობა დაუტოვა. აქედან გამომდინარე, რომას ხელმძღვანელობამ გამოსავლის ძებნა დაიწყო.

მეორე მხრივ, ალექსის საჩესი ინტერის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და "ნერაძურისთის" ხელშეუხებელი ფიგურა ნამდვილად არ არის. ჩილელ ფორვარდს რომი ძალიან მოსწონს, ხოლო ბოსნიელს ანტონიო კონტესთან მუშაობა იზიდავს. გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელს დაახლოებით ერთნაირი ოდენობის ანაზღაურება და ასაკი აქვთ. როგორც უკვე ვთქვით, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს და უახლოეს ხანში ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო რომაში 2015 წლიდან თამაშობს და 242 მატჩში 114 გოლი აქვს გატანილი, ალექსის სანჩესმა კი ინტერის მაისურით 2019 წლიდან 48 თამაშში მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები