Thumbnail

ბოლო დეკადის სიმბოლური ნაკრები - ბევრი ვარსკვლავი თამაშგარეში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის (2011-2020) სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

11-კაციან სიმბოლურ გუნდში ბევრი ვარსკვლავი ვერ მოხვდა. მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ლუის სუარესი შეტევაში, დაცვაში ჟერარდ პიკე და ჯორჯო კიელინი, ნახევარდაცვში ფრანკ რიბერი და არიენ რობენი. რა თქმა უნდა, დეკადის გუნდში არიან ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ქვეყნებს შორის კი ყველაზე მეტი წარმომადგენელი გერმანიას ჰყავს (3).

დეკადის სიმბოლური ნაკრები (2011-2020)

მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)
მცველები: ფილიპ ლამი (გერმანია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ვირჯილ ვან დაიკი (ნიდერლანდები), მარსელო (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ტონი კროოსი (გერმანია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები