Thumbnail

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ბელგიუტი გენტიდან უკრაინელი რომან ბეზუსის ტრანსფერს გეგმავს და შესაბამისი ნიადაგიც უკვე მოსინჯა. შეგახსენებთ, რომ გენტში ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება და ასევე ამ გუნდის წევრი გახლდათ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია, რომელიც ახლა სწორედ ანორთოსისში თამაშობს.

“უკანასკნელი პერიოდია, ბეზუსს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ბოლოს მან გენტის მაისურით გასული წლის 26 დეკემბერს ითამაშა, ამდენად, ცხადია, რომ ბელგიურ კლუბში მასზე აქცენტის გაკეთებას არ აპირებენ. ანორთოსისში იმედი აქვთ, რომ ტრანსფერს ხელს ბეზუსისა და გიორგი ქვილითაიას მეგობრობაც შეუწყობს. ჩვენთვის ცნობილია, რომ თემურ ქეცბაიამ უკრაინელი ფეხბურთელის შესახებ სწორედ ქვილითაია გამოკითხა, ბეზუსი კი ქართველს ანორთოსისზე ესაუბრებოდა” , - წერს anorthosis24. 

ცნობისთვის, 30 წლის უკრაინელი შემტევი 1 სეზონი კიევის დინამოში თამაშობდა, ბელგიაში კი, გენტში გადასვლამდე სენტ ტრუიდენის წევრი გახლდათ. ის უკრაინის ეროვნულ ნაკრების მაისურით 2011 წლის შემდეგ ასპარეზობს და 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები