Thumbnail
  • სეტონ ჰოლი 81:85 კრეიტონი
  • სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა და 6 მოხსნა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი შინ კრეიტონს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელი, როგორც წესი, თავის გუნდში საუკეთესოა, მაგრამ ამ შეხვედრაში ასე არ ყოფილა.

სანდრომ 33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სეტონ ჰოლის რიგებში საუკეთესო ბრაის აიქენი იყო, რომელმაც 21 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი კრეიტონელი მიჩ ბალოკი გამოდგა 29 ქულით, 2 მოხსნითა და 4 პასით.

ამგვარად, სეტონ ჰოლმა ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა და Big East-ის კონფერენციაში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა, ხოლო მთლიანად სეზონში 9 მოგებისა და 6 წაგების ბალანსი გააჩნია. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 31 იანვარს ვილანოვას წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები