Thumbnail

ევროლიგის რეგულარული სეზონის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მე-16 გამარჯვება მოიპოვა. რუსულ კლუბს ზუსტად იმდენი გამარჯვება აქვს, რამდენიც ლიდერ ბარსელონას. ცსკა-მ ბერლინში ალბას 71:68 მოუგო...

ცსკა-მ, რომელსაც ლიდერი მაიკ ჯეიმსი აკლდა, დაძაბულ ბრძოლაში თორნიკეს წყალობით მოიგო, რომელიც ბოლო წუთებზე შეუჩერებელი იყო. შენგელიამ 26:09 წუთი ითამაშა და გუნდს 20 ქულა მოუტანა (2 სამქულიანი ჩააგდო). მის ანგარიშზეა 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაც. შენგელია გამარჯვებულ გუნდში MVP გახდა (21). ნიკოლა მილუტინოვმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა, 11 მოხსნა. 

📺 ალბა v ცსკა [მიმოხილვა]

თორნიკე შენგელიამ ამ სეზონში ევროლიგაზე ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 20-ქულიან ზღვარს პირველად მიაღწია. მარგი ქმედების კოეფიციენტი (21) ასევე საუკეთესოა სეზონში. კიდევ ერთი, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ თამაშში კარიერაში 2 000 ქულას უწია ევროლიგაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები