Thumbnail

Bleacher Report-მა NBA-ს 2021 წლის დრაფტის სავარაუდო რეიტინგი განაახლა. TOP 50-ში ერთი ქართველი კალათბურთელია - სეტონ ჰოლის ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი. გამოცემა სანდროს ჯერჯერობით, 48-ე ნომერს ანიჭებს. 

Bleacher Report მამუკელაშვილზე: "სეტონ ჰოლში ხშირად, გამთამაშებელ-ცენტრად თამაშობს. მამუკელაშვილი საინტერესო ტალანტია "მაღლებში", რადგან ბურთს ძალიან კარგად ატარებს და კარგი პასი აქვს, ასევე ის კარგად უტევს შორი დისტანციიდან.
დრაფტის მეორე რაუნდში გაჭირდება უარი თქვან ასეთ მოთამაშეზე დაცვითი უნარების შეზღუდულობის გამო, რადგან შეტევაში NBA-ს ვარსკვლავის დონის პოტენციალი აქვს და მრავალფეროვანია". 

აღსანიშნავია, რომ nbadraft.net მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტზე 58-ე პოზიციაზე აყენებს. დეკემბრის ESPN-ის ტოპასეულში სანდრო 74-ე პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები