Thumbnail
  • 📅 28 იანვარი | ⌚ 23:59 | ⚽ ტოტენჰემი V ლივერპული
  • ლივერპული საშინელ ფორმაშია, მაგრამ ტოტენჰემთან მაინც ფავორიტია

ეს შესაძლოა, ლივერპულის ბოლო შანსია, დარჩეს საჩემპიონო რბოლაში - ტოტენჰემის ახალ სტადიონზე ჟოზე მოურინიოსა და იურგენ კლოპის მორიგ დუელს ვიხილავთ.

ქვეყნის ჩემპიონი ლივერპული 19 თამაშიდან 34 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კი არ არის, ის უკვე გვარიანად ჩამორჩება დაწინაურებულ მანჩესტერულ კლუბებს. კლოპმა ახლახან ფიასკო სათასო ბატალიაშიც განიცადა, როცა იუნატედთან ვერაფერი გააწყო. 

"დეზებს" ლივერპულზე ქულით ნაკლები აქვთ, თუმცა თამაშით ნაკლებიც აქვთ გამართული. მოურინიოს გუნდის მიზანი ალბათ, ჩემპიონთა ლიგის საგზური იქნება. 

ჟოზე მოურინიოსა და იურგენ კლოპის პირველი დუელი პირველად 2012 წელს შედგა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე კლოპის დორტმუნდმა შინ 2:1 მოუგო ჟოზეს რეალს, სტუმრად კი 2:2-ს ეთამაშა - ეს ჯგუფური ეტაპის მატჩები იყო. უფრო მწარე "განსაკუთრებულისთვის" შემდეგ სეზონში შემდგარი დუელი იყო, როცა კლოპმა ჟოზე უბრალოდ გაანადგურა - ლიგის ნახევარფინალში 4:1 მოუგო (საპასუხო მატჩი რეალმა 2:0 მოიგო, მაგრამ ფინალში გერმანული კლუბი გავიდა). იმ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ პოკერი შეასრულა. 

ამის შემდეგ პორტუგალიურ-გერმანულმა დუელმა "ნისლიან ალბიონზე" გადაინაცვლა. ჟოზე იურგენის ლივერპულს უკვე სამი სხვადასხვა ინგლისური კლუბით დაუპირისპირდა (ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი). ბოლო შეხვედრა 16 დეკემბერს "ენფილდზე" ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა - 2:1. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე თავით რობერტო ფირმინომ გაიტანა. 

ეს ტოპკლასის მენეჯერთა მე-13 დაპირისპირებაა, გერმანელი 6:4-ს უგებს პორტუგალიელს. 

ტოტენჰემს ტრავმის გამო ჯოვანი ლო სელსო დააკლდება, თუმცა არგენტინელის არყოფნას "დეზების" რიგებში უკვე შეეგუენ. მეტ დოჰერტის, დელე ალისა და ბენ დევისის თამაში საეჭვოა. ჯო როდონმა შეფილდთან კარგად ითამაშა და ალბათ, შეინარჩუნებს ადგილს მასპინძელთა დაცვის ცენტრში. 

ლივერპულის ლაზარეთის სია კი შთამბეჭდავია: ნაბი კეიტა, ვირხილ ვან დეიკი, დიოგო ჟოტა და ჯო გომესი ვერ ითამაშებენ. ის კი არა, ჯორდან ჰენდერსონის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა კაპიტანი ალბათ მაინც იქნება ლონდონში. ჰენდერსონის სავარაუდო შემცვლელი შაჩირი ან ჯონსია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ მოურინიო V კლოპი: 12 მატჩი - 4-2-6

⚽ ლივერპულმა ტოტენჰემს ბოლო 6 ოფიციალური მატჩი მოუგო.

⚽ 4 ტურია, რაც ლივერპულს გოლი არ გაუტანია!

⚽ პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში ლივერპულის მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა. 

⚽ ლივერპულმა სტუმრად ტოტენჰემს ბოლო სამი მატჩი ისე მოუგო, რომ პირველი ტაიმებიც მის სასარგებლოდ დაასრულა.

⚽ ლივერპულს ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში ტოტენჰემთან სულ მცირე, 2 გოლი გააქვს. 

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. 

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, როდონი, დაიერი, რეგილონი - ჰოიბერგი, ვინკსი - ბერხვინი, ნდომბელე, სონი - კეინი

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი - ჰენდერსონი, ტიაგო ალკანტარა, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე 

კომენტარები

ბოლო ამბები