Thumbnail

'ყველანი ერთი რასის ვართ!' - ზლატანი ლუკაკუსთან ჩხუბის შემდეგ

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინტერთან იტალიის თასის ¼-ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის რასიზმის წინააღმდეგია. შეგახსენებთ, რომ თამაშის დროს შვედი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შედეგად კი არბიტრმა ორივე ყვითელი ბარათით დასაჯა.

"ზლატანის სამყაროში რასიზმისთვის ადგილი არ არის. ჩვენ ყველა ერთი რასის ვართ, ჩვენ ყველა თანასწორი ვართ! ყველანი ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ვიღაც ვიღაცაზე უკეთესია", - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში.

ზლატანსა და რომელუს ურთიერთობა პირველი ტაიმის მიწურულს დაეძაბათ. მედიის ინფორმაციით, შვედმა ინტერის ბელგიელ თავდამსხმელს, რომელიც წარმომავლობით კონგოდან არის, წამოაძახა ამბავი დედამისის შესახებ, რომელიც თითქოს, ვუდუს მიმდევარი იყო. 

"წადი, დედაშენს დაურეკე და ერთად გააკეთეთ დამპალი ვუდუს რიტუალები", - გამოაქვეყნა მედიამ იბრას ნათქვამი.

მეორე ტაიმში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მოედანი დატოვა, მილანის ინტერმა კი გაიმარჯვა იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები