Thumbnail

ქართველი იმპერატორის თასით! - ტოჩინოშინის ტრიუმფიდან 3 წელი გავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2018 წლის 27 იანვარს ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი გაინაღდა
  • ამ გამარჯვებით ქართველი სუმოს ლეგენდებში ჩაეწერა

ზუსტად სამი წლის წინათ, 2018 წლის ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) შოჰოზანს იორიკირის ილეთით მოუგო და 13-1 ბალანსით ყველასათვის მიუწვდომელი გახდა - მან იაპონიის იმპერატორის თასი მოიგო და სუმოს ლეგენდების რიცხვს შეუერთდა. 

ასპარეზობის ბოლო დღეს მან მშბიდად მოუგო ენდოს, ჰაცუ ბაშო 14-1 ბალანსით დაასრულა და ტოკიოს ქუჩებში ტრიუმფიც მოიწყო. ამის შემდეგ ტოჩინოშინმა მომდევნო ორი ბაშო 10-5 და 13-2 ბალანსით დაასრულა და ოძეკის (ჩემპიონი) რანგიც მიიღო. 

ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. 2018 წლის იანვარი

ოძეკის რანგში ლევანმა ჯამში 7 ბაშოზე იჭიდავა (35 მოგება), ახლა ის აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირაა. სამწუხაროდ, 33 წლის სუმოისტმა წლევანდელ ჰაცუ ბაშოზე ცუდად იასპარეზა (4-11) და რეიტინგში კიდევ დაქვეითდება. ტოჩინოშინმა პროფესიულ კარიერაში 88 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა. იმპერატორის თასთან ერთად მას უამრავი სხვა პრიზი აქვს მოგებული. 2018 წლის თებერვალში ის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები