Thumbnail

ჩელსიმ ბოლო პერიოდში ცუდი შედეგების გამო გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი დაითხოვა. ლონდონელებმა ახალი თავკაცი მალევე იპოვეს და აღნიშნულ თანამდებობაზე თომას ტუხელი დანიშნეს.

ტუხელის დანიშვნას მანჩესტერ სიტის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა გამოეხმაურა. ესპანელი სპეციალისტის გუნდმა ვესტ ბრომვიჩს 5:0 მოუგო და 41 ქულით პრემიერლიგის ცხრილში გალიდერდა.

გვარდიოლა და ტუხელი ერთმანეთს ადრე ბუნდესლიგაში შეხვედრიან, სადაც თომასი ჯერ მაინცის, შემდეგ კი დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი იყო, ხოლო პეპი მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა.

"კეთილი იყოს მისი მობრძანება. ის განსაკუთრებული სპეციალისტია. დარწმუნდებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწევს. ბედნიერი ვარ, რომ მას ამ ქვეყანაში ვხედავ. როდესაც ბაიერნში ვმუშაობდი, ტუხელი ჩემი მეტოქე იყო. ბორუსიაში გატარებული ბოლო სეზონი შთამბეჭდავი გამოუვიდა. დორტმუნდის თამაში გამორჩეული იყო. ისინი იბრძოდნენ ტიტულისთვის ისე, როგორც ბაიერნი", - განაცხადა გვარდიოლამ.

თომას ტუხელს ჩელსიში ბევრი რამის გამოსწორება მოუწევს. ამჟამად ლონდონურ კლუბს 19 ჩატარებულ შეხვედრაში 29 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები