Thumbnail

კაპაროსი მონტელას ნაცვლად | იტალიელის უცნაური ესპანური ოდისეა დასრულდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სევილიამ ვინცენცო მონტელა გაუშვა და ხოაკინ კაპაროსი დააბრუნა
  • კვირას ესპანელი სპეციალისტის წარდგენაა

სევილიამ იტალიელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა გუნდიდან გაუშვა. ეს მას მერე მოხდა, რაც ანდალუსიურმა კლუბმა ლევანტესთანაც დათმო (1:2) და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. 

მანჩესტერ იუნაიტედთან მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, სევილიამ ფორმა დაკარგა, დათმო მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, წააგო კოპა დელ რეის ფინალში ბარსასთან - 0:5, ხოლო ლა ლიგაში იმდენი ქნა, რომ ევროთასების საგზურის გარეშე რჩება.

ვალენსიაში ლევანტესთან 1:2 დამარცხების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ შაბათის ვარჯიში სულ გააუქმა, ხოლო შემდეგ იტალიელის მოხსნის შესახებაც განაცხადა. 

მის ნაცვლად სევილიას ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ კლუბში 2000-2005 წლებში მუშაობდა. 62 წლის სპეციალისტი სევილიას ლა ლიგის ბოლო 4 ტურში უხელმძღვანელებს. კაპაროსს სევილიაში კვირას წარადგენენ. 

მონტელა სევილიას სათავეში 2017 წლის ბოლოს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 28 თამაშში 11 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 10 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები