Thumbnail

csakfoci.hu-ს ინფორმაციით, რომელსაც ყაზახური Sports.kz-ც ადასტურებს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, დიდი ალბათობით, კარიერას უნგრულ ჰონვედში გააგრძელებს. 

28 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 32-ჯერ უთამაშია, ჰონვედის მე-5 ახალწვეული გახდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში. შეგახსენებთ, რომ ჰონვედი უნგრეთის 14-გზის ჩემპიონია.

კვეკვესკირს ტობოლთან ხელშეკრულება დაუსრულდა, ის ყაზახურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობდა. 84 მატჩში მან 4 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები