Thumbnail

დინამო თბილისმა სერბულ გუნდს მარუშიჩის სადებიუტო გოლით მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 1:0 ნაპრედაკი | გოლი: 1:0 მარუშიჩი
  • დინამო თბილისმა 2021 წელს პირველად მოიგო

საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და სერბული ნაპრედაკი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ეს იყო გიორგი ნემსაძის გუნდის პირველი გამარჯვება 2021 წელს.

შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში ზორან მარუშიჩის გოლმა გადაწყვიტა. სერბმა ფორვარდმა თანაგუნდელთა კარგი კომბინაცია და წოწონავას პასი ცარიელ კარში გატანილი გოლით დაასრულა და დინამოს რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ასევე სადებიუტო გამარჯვება იზეიმა დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძემ (ცხადია, არაოფიციალური). დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი სერბული გუნდის, რადნიკის წინააღმდეგ ჩაატარა და 0:1 წააგო, ხოლო მომდევნო თამაში 29 იანვარს, უკრაინულ კოლოსთან აქვს დაგეგმილი.

დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა ნაპრედაკთან: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, კობოური, ქარდავა, მექვაბიშვილი, სპორსკსლეიდი, მოისწრაფიშვილი, წოწონავა, მარუშიჩი, გაბედავა.

კომენტარები

ბოლო ამბები