Thumbnail
  • ბექა გიგაშვილი TOP 14-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
  • ზაზა ნავროზაშვილი და თორნიკე ჯალაღონია PRO D2-ის სიმბოლურში შეიყვანეს

ფრანგულ სარაგბო ლიგებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე ჯალაღონიამ მონტობანის წინააღმდეგ ლელოს დადება მოახერხა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ჯალაღონიას გარდა, სიმბოლურ ნაკრებებში ზაზა ნავროზაშვილი და ბექა გიგაშვილიც მოხვდნენ.

ნავროზაშვილის პროვენს რაგბიმ ვალანსს 28:15 მოუგო. ზაზა მიდი ოლიმპიკისა და Canal-ის რჩეული გახდა. ჯალაღონია კი მხოლოდ Canal-ის სიმბოლურში შეიყვანეს.

ბექა გიგაშვილის ტულონმა სტად ფრანსეს 35:13 სძლია. ბექამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ქართველი მორაგბის გუნდი 42 ქულით TOP 14-ში მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები