Thumbnail

'მადლობა ვაკო, მოგონებებისთვის' - ამერიკაში ყაზაიშვილის თამაში შეაჯამეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • centerlinesoccer.com ვაკო ყაზაიშვილის ამერიკული კარიერაზე  
  • ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯერაც უგუნდოდაა

centerlinesoccer.com-მა სან ხოსეს ყოფილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გაიხსენა და ამერიკულ გუნდში მისი კარიერა შეაჯამა. 

"ვაკო ყაზაიშვილისთვის 2020 წელი სან ხოსეს რიგებში მეოთხე და უკანასკნელი სეზონი იყო. ყოველთვის საინტერესო იყო, როგორ შეეწყობოდნენ ერთმანეთს "ფუფუნების მოთამაშედ" აღიარებული ვაკო და ალმეიდა. როგორ გაუძლებდა ის არგენტინელი მწვრთნელის სწრაფ სისტემას. საერთო ჯამში ვაკო ძალიან კარგი იყო, როცა ფორმაში იყო, ხოლო ძალიან ცუდი - როცა არ იყო. 

ვაკოს სტატისტიკა MLS-ში: 93 მატჩი - 26 გოლი, 13 ასისტი 

2020 წელს ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსეს მაისურით 17 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. 2019-ში ვაკომ $1.6 მილიონი მიიღო, დაახლოებით ამდენი იყო მისი შემოსავალი გასულ წელსაც. სულ ორი ასისტი და 1 000 წუთზე ნაკლები MLS-ში? ეს არაეფექტურია ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც MLS-ია. არც არის გასაკვირი, რომ 2021 წლამდე სან ხოსემ გადაწყვიტა დამშვიდობებოდა ქართველ ნახევარმცველს. 

ვაკო ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და აუცილებლად იპოვის "თავის" გუნდს, დიდი ალბათობით, ევროპაში. ცოტა უცნაურია, რომ მას ჯერ გაუფორმებია კონტრაქტი ახალ გუნდთან. ვნახოთ, რა იქნება. 

ყაზაიშვილმა MLS-ში გატარებულ კარიერაში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 13 ასისტი გააკეთა. იყო კარგი ეპიზოდები, როცა ვაკო ბრწყინავდა, მაგრამ მას აკლდა სტაბილურობა. მადლობა მოგონებებისთვის და წარმატებები მომავალში", - წერს გამოცემა.   

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 52 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 27 წლის ყაზაიშვილი €1.5 მილიონი ღირს. ვაკო ყაზაიშვილთან ერთად სან ხოსეში ნაკრების მცველი გურამ კაშიაც თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები