Thumbnail

'გულით და მთელი ძალით ვითამაშებ' - ინტერვიუ ვამარა სანოგოსთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ფრანგი ახალწვეული ვამარა სანოგოც, რომელიც ზღვისპირელებმა ვარშავის ლეგიადან დაიმატეს. მან გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქართველოში დიდი მოლოდინით ჩამოვიდა.

სანოგო ლეგიაში 2019 წელს, ზაგლებიეში გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ გადავიდა, მაგრამ მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და ამიტომაც, პოლონურ გუნდში კარიერა არ აეწყო. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა გვითხრა, იმედოვნებს, რომ თავის საუკეთესო ფორმას მალე დაიბრუნებს და დინამო ბათუმის დახმარებას გოლებით შეძლებს. თუმცა, მისი მთავარი მიზანი არა გოლების გატანა, არამედ გუნდის დახმარება და წარმატებაში წვლილის შეტანაა.

POPSPORT: როგორ გრძნობ საქართველოში თავს და აქ ჩამოსვლამდე თუ იცოდი საქართველოს შესახებ?

ვამარა სანოგო: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აქ ჯერ ჩემი პირველი კვირაა და მომწონს აქაურობა. ვიწყებ სიამოვნების მიღებას ფეხბურთით და ყველაფრით. დიახ, აქ ჩამოსვლამდე ვაკო გვილიასგან ვიცოდი, რომ ეს ფანტასტიკური ქვეყნა იყო, ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგ ქვეყანაში მოვდიოდი.

POPSPORT: ახლა ბათუმში უნდა იცხოვრო. როგორია შენი მოლოდინი?

სანოგო: ბათუმი ფანტასტიკური ქალაქია, მაგრამ აქ არა ქალაქის, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ და მისგან სიამოვნების მისაღებად ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე შევიდე. გუნდი ძალიან მეხმარება და თუ სეზონის ბოლოს პირველ ადგილს დავიკავებთ, შესანიშნავი იქნება.

POPSPORT: საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი რა იყო?

სანოგო:თავარი მიზეზი ის იყო, რომ ბევრი ვარიანტი და შესაძლებლობა დავინახე, როცა დირექტორს ვესაუბრე. ოჯახური შეგრძნება დამეუფლა, მან დამარწმუნა აქ ჩამოსვლაში და არჩევანი სწრაფად გავაკეთე.

POPSPORT: ტრავმა გქონდა. რამდენად მზად ხარ სრული დატვირთვით სათამაშოდ?

სანოგო: ამჟამად სრული დატვირთვით და 90 წუთი სათამაშოდ მზად არ ვარ, მაგრამ დრო გვაქვს, წინ 1-თვიანი მოსამზადებელი ეტაპია. კარგი ვარჯიშები გვაქვს, სამწვრთნელო შტაბი ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს. ფორმა ეტაპობრივად უნდა აღვიდგინო. ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვამარა სანოგო დინამო ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შენაძენია

POPSPORT: ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ თანაგუნდელებისა და მწვრთნელის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?

სანოგო: შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, ძალიან კარგად მიმიღეს. რაც შეეხება ფეხბურთს: კარგად თამაშობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. მეხმარებიან, რომ ჩემს საუკეთესო ფორმას დავუბრუნდე. მწვრთნელიც ძალიან მეხმარება ყველა საკითხში და ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან გამომადგება.

POPSPORT: დინამო ბათუმს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი შენთვის?

სანოგო: გულშემატკივარი მთავარია, რადგან ჩვენ მათთვის ვთამაშობთ, გულშემატკივრები გვამხნევებენ, მათ გარეშე არაფერი გამოვა. ამ სეზონში პანდემიის გამო მაყურებელი თამაშებს ვერ ესწრება, თუმცა ვიმედოვნებ, ეს პრობლემა მალე მოგვარდება. ჩვენ ისინი გვჭირდებიან.

POPSPORT: საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ალბათ ნახე - როგორ ფიქრობ, რამდენ გოლს გაიტან?

სანოგო: სიმართლე გითხრათ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემთვის გოლების რაოდენობა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. იმედი მაქვს, ბევრ გოლს გავიტან, მაგრამ ახლ ვიმედოვნებ, რომ მალე დავბრუნდები საუკეთესო ფორმაში. ამჟამად არ მაქვს იმის მოლოდინი, თუ რამდენ გოლს გავიტან. თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გავიტან და გუნდს დავეხმარები.

POPSPORT: შენი პირადი მიზანი რა არის?

სანოგო: ამ მომენტისთვის ჩემი პირადი მიზანია, ისევ დავიბრუნო ფეხბურთისგან სიამოვნება, რადგან თითქმის წელიწადნახევარია არ მითამაშია, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, უმოკლეს დროში მოვახერხებ საუკეთესო ფორმაში შესვლას და ჩემს დონეზე დაბრუნებას. როცა ამას შევძლებ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება.

POPSPORT: დინამო ბათუმს ახალი სტადიონი აქვს. მოგეწონა?

სანოგო: დიახ. სტადიონის ფოტოები ნანახი მქონდა და ნამდვილად ფანტასტიკური სტადიონია, მაგრამ ფანებთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

POPSPORT: რას დაპირდები დინამო ბათუმის გულშემატკივრებს?

სანოგო: ფანებს ვპირდები, რომ გულით და მთელი ძალით ვითამაშებ, ყველა თამაშში 100%-ით დავიხარჯები და ვეცდები, გავაბედნიერო ისინი. მალე შევხვდებით!

📺 ვიდეო: ვამარა სანოგოს გოლები


შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო გასულ სეზონში ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა და ექსტრაკლასაში 2 მატჩში (სულ 46 წუთი გაატარა მოედანზე) 1 გოლიც გაიტანა. ვამარა ვარშავულ გუნდში 2019 წელს გადავიდა, მაგრამ არ გაუმართლა, იმავე წლის ზაფხულშივე მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს მხოლოდ 2020 წლის ივნისში დაუბრუნდა (სწორედ მაშინ ჩაატარა ის 2 თამაში). ლეგიამდე სანოგომ 2018/19 წლების სეზონი ზაგლებიეში გაატარა და პოლონეთის ჩემპიონატის 29 თამაშში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

ზაგლებიეში ის 2016 წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი ინგლისში ფლიტფუდ თაუნსა და ნანიტონ ბოროში მოასწრო თამაში, ხოლო კარიერა სამშობლოში, მეცის მეორე გუნდში დაიწყო. შარშან ლეგიას რიგებში იგი პოლონეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

დინამო ბათუმი ახალ სეზონს ბევრი ახალი ფეხბურთელით ხვდება. სანოგოს გარდა, დინამო ბათუმმა სატრანსფერო პერიოდში დაიმატა ოლეკსანდ აზაცკილაზარე კუპატაძეგიორგი ზარიარაფაელ ჩუკვურასანდრო ალთუნაშვილიგრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ფანცულაია. გარკვეულწილად ახალწვეულივითაა ლევან გეგეჭკორი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ზაფხულის შემდეგ აღარ უთამაშია. გეგეჭკორი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.

დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე

🔵⚪ დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება, გუნდის ლიდერები დასახულ მიზნებზე საუბრობენ. FC Dinamo Batumi | #FCDB

Posted by popsport on Monday, January 25, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები