Thumbnail

მილიარდზე მეტი ვალი - ბარსას ფინანსური კრიზისი ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბარსელონამ ფინანსური წლის ანგარიში გამოაქვეყნა
  • სახელფასო ფონდი საკმაოდ შემცირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

ბარსელონამ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანური გრანდი დიდ ვალებშია.

ბარსელონას ვალი €1.2 მილიარდს შეადგენს, აქედან მოკლევადიანი ვალების ოდენობამ 730 მილიონ ევროს მიაღწია. კლუბი ყველაზე მეტს სახელფასო ფონდში ხარჯავს, ეს დაახლოებით კლუბის შემოსავლების 74%-ია. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო თვეებში ხშირად ისმის, ბარსას ბოსებს სახელფასო ფონდის შემცირება სურთო. 

კლუბმა შემოდგომით ხარჯები გვარიანად შეამცირა - მომდევნო სამ სეზონში ჯამში 122 მილიონი ევროთი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სახელფასო ფონდში მას სულ მცირე, 500 მილიონი ევროს  გადახდა მაინც მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები