Thumbnail

ბასილაშვილი მელბურნში ითამაშებს - რიგში წლის პირველი სლემ-ტურნირია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი Murray River Open-ზე ითამაშებს
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი განთესილ მოთამაშეთა შორის იქნება

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იმ მოთამაშეთა შორის მოხვდა, რომელთაც თებერვლის დასაწყისში მელბურნში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 373 465 დოლარი) განაცხადი გააკეთეს.

Murray River Open 1-7 თებერვალს ჩატარდება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ პირველ ნომრად ბელგიელი დევიდ გოფინი იქნება განთესილი, შემდეგ კი, კლასიფიკაციით რუსი კარენ ხაჩანოვი, პოლონელი რობერტ ჰურკაჩი, იტალიელი იანიკ სინერი, ამერიკელი რეილი ოპელკა და ბასილაშვილი მოდიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 405 ქულა აქვს და 39-ე ადგილი უკავია, ავსტრალიაში მისი ჩასვლის უმთავრესი მიზანი კი ავსტრალიის ღია პირველობაა. წლის პირველი სლემ-ტურნირი მელბურნშივეა დაგეგმილი და 8-21 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები