Thumbnail
  • ალანიასპორი 4:3 ანკარაგიუჯუ
  • საბა ლობჟანიძის 3 საგოლე პასი

თურქეთის სუპერ ლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუ სტუმრად ალანიასპორთან დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. დედაქალაქელთა სამივე გოლში ქართველი ნახევარმცველი წვლილი ძალიან დიდია - 3 საგოლე პასი შეასრულა!

საბამ 90 წუთი ითამაშა და მოედანზე გამორჩეული იყო. მე-3 წუთზე საბამ მარჯვენა ფლანგიდან იაქტიურა და ჯოზეფ პეინტსილმა ანგარიში გახსნა. 25 წუთში იგივე კომბინაცია შედეგიანი კიდევ ერთხელ გამოდგა - საბას პასით პეინტსილმა დუბლი შეასრულა.

შემდეგ შეხვედრის სცენარი შეიცვალა, ანკარაგიუჯუმ თამაშზე კონტროლი დაკარგა, 3 გოლი გაუშვა და ანგარიშში ჩამორჩა. 65-ე წუთზე ანკარელებს კვლავ ლობჟანიძე დაეხმარა. მისი დარტყმა მასპინძელთა მეკარემ საოცარი სეივით მოიგერია, მაგრამ საბა სათამაშო ეპიზოდს არ გამოეთიშა და საგოლე პასი ისევ მიითვალა. ამჯერად გოლი ალიუ ბადჯიმ გაიტანა (სხვადასხვა წყაროებით ალანიასპორის მცველ ფატიჰ აქსოის ჩაეთვალა ავტოგოლი) - 3:3.

📺 საბა ლობჟანიძის საგოლე პასები ალანიასპორთან

ანკარაგიუჯუს საბას სამმა საგოლე პასმა ვერ უშველა, მე-4 გოლიც გაუშვა და საბოლოოდ 3:4 წააგო. ანკარელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რადგან რომ მოეგოთ, გასავარდნ ზონას თავს დააღწევდნენ, მაგრამ ახლა 20 თამაშში მოპოვებული 18 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფებიან. საბა ლობჟანიძეს სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

კომენტარები

ბოლო ამბები