Thumbnail
  • ელგუჯა ლობჯანიძის დამატება ყაზახურ შახტიორს სურს
  • საუკეთესონი - კანკავა და ლობჯანიძე ყაზახეთის 2020 წლის ჩემპიონატის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი (10 მატჩი ნაკრებში) ელგუჯა ლობჯანიძე ამჟამად უკლუბოდაა. გასულ სეზონში მან ქაისარის რიგებში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა (პლუს 1 ევროთასებზე) და ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ჯაბა კანკავასთან ერთად).

ლობჯანიძეს ქაისართან ხელშეკრულება დაუსრულდა, რომელიც აღარ გაუგრძელებია და ახლა კლუბს ეძებს. Vesti.kz-ს ინფორმაციით, მისით კიდევ ერთი ყაზახური კლუბი, ყარაღანდის შახრიორია დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ თავად ელგუჯა აცხადებდა, რომ მისით მხოლოდ ყაზახური კლუბები არ არიან დაინტერესებულნი და მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

წაიკითხე | 2020 წლის TOP 10 ქართველი ბომბარდირი

"პოპსპორტმა" ამას წინათ 2020 წლის ქართველ ბომბარდირთა სია შემოგთავაზათ. TOP 10-ში ელგუჯა ლობჯანიძეც (8 გოლი) მოხვდა - მერვე ადგილზე. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ყაზახეთის პრემიერ ლიგა შახტიორმა 32 ქულით მე-4 პოზიციაზე დაასრულა და ევროთასებზე ითამაშებს. ელგუჯა ლობჯანიძეს აქამდე უკვე ორ ყაზახურ კლუბში უთამაშია - თარაზში და ქაისარში. "ტრანსფერმარკტი" მას €600 000-დ აფასებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები