- დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში დუბლი შეასრულა
- 25 წლის ქართველი ზირას გამორჩეული ფიგურაა
აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის ზირამ სტუმრად ლოკბატანი 4:0 დაამარცხა და მინდორზე საუკეთესო ვოლკოვი იყო.
მან 27-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 45-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. დავითი ორჯერ გავიდა მეკარესთან პირისპირ და შეცდომა არ დაუშვია. განსაკუთრებით მე-2 გოლის დროს ითამაშა ეფექტურად და მეტოქეს ბურთი თავზე გადაუგდო. მანამდე, 30-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კარგი პასით მუსა ქურბანლის დაეხმარა გატანაში. მე-2 ტაიმში გოლი აღარ გასულა, ზირამ 4:0 იმარჯვა და 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
25 წლის დავით ვოლკოვს ზირაში კარგი სეზონი აქვს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მან 14 თამაშში 5 გოლი გაიტანა. ბოლო ტურში ვოლკოვმა ყოფილი გუნდის, გაბალას წინააღმდეგ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.
კომენტარები