Thumbnail

რეალი შეცდომის გამოსწორებას აპირებს - ოღონდ ეს 10 მილიონი ევრო დაუჯდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალს ტოტენჰემში გასხვისებული სერხიო რეგილონის დაბრუნება სურს
  • არადა, 24 წლის მარცხენა მცველს ზინედინ ზიდანი ნდობას არ უცხადებდა 

მადრიდის რეალი ნანობს, რომ სერხიო რეგილონი ტოტენჰემში გაყიდა და მომავალ ზაფხულს მის დაბრუნებაზე ფიქრობს. ესპანური მედიის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზადაა, 24 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

რეალმა რეგილონი ლონდონის ტოტენჰემში 2020 წლის სექტემბერში გაუშვა, თუმცა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინვე დაიტოვა უკან დასახევი გზა და ხელშეკრულებაში ჩადო პუნქტი, რომელიც მას ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უპირატეს უფლებას  ორი წლის განმავლობაში აძლევს. 

შედეგად, კლუბში არსებული სხვადასხვა, მათ შორის საკადრო პრობლემების გამო, რეალში ამ პუნქტის ამოქმედებაზე სერიოზულად ფიქრობენ. 

24 წლის მცველი ლონდონში ბედნიერია

ლონდონის ტოტენჰემმა რეგილონში 35 მილიონი ევრო გადაიხადა და გამოდის, რომ ახლა რეალი 10 მილიონით მეტის გაღებაზეა თანახმა. არადა, თავის დროზე სერხიომ მადრიდი გუნდში თავისი მდგომარეობის გამო დატოვა - ზინედინ ზიდანი მას ნდობას არ უცხადებდა. 

რეალის მთავარ მწვრთნელს საფიქრალი ბევრი აქვს

სერხიო რეგილონი მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილია, კლუბის მთავარ გუნდში კი 22 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ესპანელმა მცველმა ტოტენჰემში, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, 20 შეხვედრაში ითამაშა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები