Thumbnail

ნაპოლიში გატუზო ხელშეუხებელი აღარ არის - ბენიტესი ისევ ნეაპოლში?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯენარო გატუზო, შესაძლოა, ნაპოლიდან დაითხოვონ
  • იტალიური მედია რაფა ბენიტესის სენსაციურ დაბრუნებაზე წერს

გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი, შესაძლოა, იტალიაში და კერძოდ, ნაპოლიში დაბრუნდეს. როგორც იტალიური მედია წერს, ნეაპოლიტანელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს პოზიცია შერყეულია და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბენიტესის დაბრუნების ვარიანტზე ფიქრობს.

ნაპოლიმ ბოლო 5 დღეში ორი მატჩი წააგო - ჯერ იტალიის სუპერთასზე იუვენტუსთან (0:2) და შემდეგ სერია A-ში ვერონასთან (1:3). ამგვარად, გატუზოს მუშაობა დადებით ვერ ფასდება, რადგან გუნდი არასტაბილურია და სერია A-ში პირველი წრე მეექვსე-მეშვიდე ადგილზე დაასრულა (ლაციოსთან ერთად).

მეორეს მხრივ, რაფა ბენიტესი თავისუფალია. 60 წლის ესპანელმა ახალხან გაწყვიტა კონტრაქტი ჩინურ დალიანთან და ნებისმიერი კლუბისთვის ხელმისაწვდომი კანდიდატურაა.

რაფა ნაპოლის კარგად იცნობს, რადგან იტალიურ კლუბში 2013-2015 წლებში მუშაობდა და ორი ტიტულიც მოაგებინა (იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი). ბენიტესი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ მადრიდის რეალში, ნიუკასლ იუნაიტედსა და ჩინურ დალიანში მუშაობდა. მანამდე მან სახელი ვალენსიასა და ლივერპულში მუშაობით გაითქვა, არასრული ერთი სეზონი კი ლონდონის ჩელსიშიც გაატარა და ევროპალიგაც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები