Thumbnail

'ოცნება რეალობად იქცა' - რაიან გარსია მენი პაკიაოსთან ბრძოლას აანონსებს

  • 22 წლის ამერიკელი კრივის ლეგენდის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს
  • 42 წლის ფილიპინელმა ბოლოს ბრძოლა 2019 წლის ზაფხულში ჩაატარა

მსუბუქ წონით კატეგორიაში WBC-ის დროებითმა ჩემპიონმა რაიან გარსიამ გამოაცხადა, რომ ბრძოლას ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ს ქამრის მფლობელ მენი პაკიაოსთან ჩაატარებს. 
 
"ოცნება რეალობად იქცა. ჩემთვის დიდი პატივია რინგზე მენი პაკიაოს წინააღმდეგ გასვლა. ყოველთვის ვიქნები იმის პატივისმცემელი, რაც რინგსა და მის მიღმა გაგიკეთებია", - დაწერა 22 წლის ამერიკელმა მოკრივემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე. 

პორტალ The Athletic-ის ინფორმაციით, ამ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

42 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო პირველი და ბოლო დრომდე ერთადერთი მოკრივეა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი რვა წონით კატეგორიაში გახდა. მის ანგარიშზე პროფესიონალურ კრივში ჩატარებული ჯამში 71 ბრძოლაა, საიდანაც 62 მოიგო, 7 წააგო, კიდევ 2 კი ფრედ დაასრულა. 

მენი პაკიაო რიგნზე 2019 წლის ივლისის შემდეგ არ გასულა, როდესაც კიტ თურმანი დაამარცხა. მანამდე დაიწერა, რომ 2021 წელს შესაძლოა ფილიპინელს ბრძოლა UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან კონორ მაკგრეგორთნ გაემართა. 

კომენტარები

ბოლო ამბები