Thumbnail
  • ჩელსიში ფრენკ ლამპარდის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურეს
  • ლონდონური კლუბის შეფების ფავორიტი თომას ტუხელია

UPDATE: თავიდან ეს ინფორმაცია ინგლისურმა და გერმანულმა მედიამ გაავრცელა, ახლა კი ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა: ლონდონის ჩელსიმ ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელების ფავორიტი გერმანელი თომას ტუხელია, რომელიც ცოტა ხნის წინ, პარი სენ-ჟერმენიდან გაუშვეს.

ლამპარდს ბოლო კვირებში ყველა მკაცრად აკრიტიკებდა. ჩელსი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, რაც ამ კლუბისთვის კატასტროფის ტოლფასია. მართალია, ლონდონელებმა ასოციაციის თასის 1/16 ფინალში მეორელიგელი ლუტონ თაუნი დაამარცხეს, მაგრამ ეს ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს.

თომას ტუხელმა პსჟ შობამდე დატოვა

ლონდონურმა კლუბმა ეს სეზონი, როგორც ყოველთვის, დიდი ამბიციებით დაიწყო. მიუხედავად კორონა-კრიზისისა, ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ტრანსფერებისთვის ბევრი ფული გამოყო - სხვა მოთამაშეებთან ერთად, ლონდონელებმა 50 მილიონ ევროდ შეიძინეს ტიმო ვერნერი და 80 მილიონი გადაიხადეს კაი ჰავერტცში. საერთო ჯამში, ჩელსიმ ზაფხულში ახალ მოთამაშეებში 247 მილიონი ევრო დახარჯა.

თუმცა შედეგი არა და არ გამოჩნდა - განსაკუთრებით ცუდად სწორედ ვერნერი-ჰავერტცის გერმანული დუეტი გამოიყურება. ლამპარდს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი გერმანელ ფეხბურთელებს ოპტიმალურ პოზიციებზე არ ათამაშებს.

ტუხელის გარდა, მედიაში საუბარი იყო ასევე გერმანელ იულიან ნაგელსმანზე (ლაიპციგი) და იტალიელ მასიმილიანო ალეგრიზე (იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი).

კომენტარები

ბოლო ამბები