Thumbnail
  • სუპერბოულში ისტორიულ დუელს ვნახავთ
  • ბრეიდის ტამპა ბეი მაჰოუმსის კანზასის წინააღმდეგ ითამაშებს
  • ბრეიდი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდაა
  • პატრიკ მაჰოუმსი შარშანდელი ჩემპიონი და ახალი თაობის მთავარი ვარსკვლავია

ამერიკულ ფეხბურთს ევროპაში ნაკლებად უყურებენ, თუმცა წლევანდელი სუპერბოული იმდენად დიდი და ეპიკური მოვლენაა, რომ წელს მას მთელ მსოფლიოში დაელოდებიან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასულ წელს ტომ ბრეიდიმ, ლეგანდარულმა და საკულტო სპორტსმენმა 20-წლიანი კარიერის შემდეგ ასევე ლეგენდარული ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი დატოვა. პეტრიოტსის წარმატებული პერიოდი სწორედ ბრეიდის და მათი მწვრთნელის, ბილი ბელიჩეკის სახელთან არის დაკავშირებული. ბრეიდიმ ბელიჩეკთან და პატრიოტსთან ექვსი სუპერბოული მოიგო, თუმცა 43 წლის ასაკში მას დაღმასვლას უწინასწარმეტყველებდნენ და ნიუ ინგლენდიც სწორედ ამიტომ შეელია.

ტომ ბრეიდი ამერიკული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა

ბრეიდი ტამპა ბეიში წავიდა და წელს, თავის პირველივე სეზონში, სუპერბოულში, ანუ ამერიკული ფეხბურთის ფინალში გავიდა. ნიუ ინგლენდმა კი მის გარეშე პლეი ოფამდეც ვერ მიაღწია. ვეტერან ბრეიდის ფინალში ახალი თაობის ყველაზე დიდი ვარსკვლავი პატრიკ მაჰოუმსი და მისი კანზას სიტი ელოდებიან. მაჰოუმსი ლიგის საუკეთესო მოთამაშეა და გასულ წელს სწორედ მან მოაგებინა კანზას სიტის სუპერბოული.

სუპერბოულში მაჰოუმსის და ბრეიდის გუნდების შეხვედრა მასშტაბით დაახლოებით იმ ტიპის მოვლენაა, ფეხბურთში ფინალში ლეო მესის გუნდი დიეგო მარადონას გუნდს, რომ შეხვდეს. სუპერბოული 8 თებერვალს ფლორიდაში, ტამპა ბეიში გაიმართება და ტომ ბრეიდს გუნდი სახლში ითამაშეს.

კომენტარები

ბოლო ამბები