Thumbnail
  • აპოელი 0:0 ანორთოსისი
  • ქართველი მწვრთნელი ქულის აღებით კმაყოფილი დარჩა

კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისი სტუმრად ნიქოზიის აპოელს დაუპირისპირდა და გამარჯვება ვერ მოიპოვა. გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, თითო ქულას დასჯერდნენ.

მიუხედავად ამისა, თემურ ქეცბაია თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ დარჩენილა და განაცხადა, რომ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. ქართველ სპეციალისტს სჯერა, რომ ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონობა შეუძლია.

"კარგი თამაში იყო. სამართლიანი შედეგი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით. მნიშვნელოვანია, რომ რთულ გასვლით მატჩში გოლი არ გავუშვით, გატანა შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ჩემპიონატის და თასის მოგების შანსი გვაქვს, ჯერ წინ 15 მატჩია. მეტოქეთა შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ამდენად, ჩემპიონობის საკითხი ღიაა", - თქვა ქეცბაიამ.

აპოელთან შეხვედრაში გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ მინდორზე 90-90 წუთი გაატარეს, ხოლო ბუბა დაუშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშიათ. ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის 21 მატჩში მოპოვებული 40 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ აპოლონს (ნეა სალამინასთან 1:1 ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილმა მინდორზე 58 წუთი გაატარა) 4 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, კარმიოტისას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები