Thumbnail

გარდაიცვალა ნუგზარ სხირელი - მან ქვეყანას ჩემპიონები აღუზარდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნუგზარ სხირელი, მათ შორის, ხინჩეგაშვილისა და პეტრიაშვილის მწვრთნელი იყო
  • იგი ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი გახლდათ

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. ის გახლდათ გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.

მსოფლიო დონის სპეციალისტმა საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა. მათ შორის დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.

მისი გარდაცვალებით ქართულ საჭიდაო სამყაროში, ფაქტობრივად, ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, January 24, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები