Thumbnail

თელ-ავივი 2018 | თუშიშვილი ოქროსთვის იბრძვის, ღვინიაშვილი - ბრინჯაოსთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვების შანსი აქვს
  • თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი წარმატების გამეორებას შეეცდება
  • ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის სანუგეშო ტურნირში იბრძოლებს

თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლების მოპოვების შანსი გამოუჩნდა. ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედლისთვის ბრძოლას მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი აგრძელებს, რომელიც ნახევარფინალშია გასული. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის კი რეპეშაჟში ბექა ღვინიაშვილი გამოდის.

ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა თუშიშვილმა სტარტზე ისლანდიელ ტორმოდურ ჯონსონს სძლია (იპონი), შემდეგ კი - უკრაინელ ოლეკსანდრ გორდიენკოს (ვაზარი). ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა სუფთად ჯერ ბრიტანელ ჯამალ პეტგრეივს, შემდეგ კი ჩეხ პეტრ ჯირის გაუმკლავდა, მაგრამ 1/4-ფინალში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ვაზარით წააგო. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი სანუგეშო ტურნირში პირველად ჰოლანდიელ ნეოლ ვან ტ ენდს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილი და ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივში

სამწუხაროდ, ტურნირის დასკვნით დღეს ასპარეზობას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (-90) და ვალერი ლიპარტელიანი (-100). 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის ტურნირის პირველ ორ დღეს წარუმატებლად იასპარეზა. ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა ამირან პაპინაშვილი (-60), ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60), ვაჟა მარგველაშვილმა (-66), ლაშა შავდათუაშვილმა (-73) და ნუგზარ ტატალაშვილმა (-81) ადრეულ ეტაპებზევე წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები