- მაიკლ ჩენდლერმა დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში გათიშა
- საოცარი დებიუტი - ჩენდლერმა ხაბიბი, პორიე და კონორი გამოიწვია!
ბელატორის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ჩენდლერმა დღეს აბუ დაბიში დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში დაამარცხა და UFC-ში ეფექტური სადებიუტო ბრძოლა გამოუვიდა.
ჩენდლერმა, ბრძოლის შემდეგ კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიე და ხბიბ ნურმაგომედოვი გამოიწვია. თუმცა, პრესკონფერენციაზე ყველაზე მეტი ნურმაგომედოვზე ისაუბრა.
"ხაბიბი ლეგენდაა, ალბათ ყველა დროის საუკეთესო, მაგრამ თუ დაბრუნდება, იცოდეს, რომ მისურის ჰაი რიჯიდან მოჭიდავე ელოდება." - განაცხადა ჩენდლერმა პრესკონფერენციაზე.
"მართალია მე მასავით დაუმარცხებელი არ ვარ და ჩემი მარცხების გამართლებას არ დავიწყებ, მიუხედავდ იმისა, რომ ძირითადად მსაჯის შეცდომის, ან ტრავმით იყო განპირობებული."
"ხაბიბს ყველა მათგანი (პორიე, კონორი, გეიჯი) დამარცხებული ჰყავს და მათ წინააღმდეგ დაბრუნების სურვილი ბუნებრივია, რომ არ აქვს... მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩემი საბაზისო სტილი ჭიდაობაა და ვპირდები, რომ ჩემთან მინიმუმ ძალიან გაუჭირდება."
კომენტარები