Thumbnail

'ბავშვებთან ვარჯიშმა ასე იცის' - ხაბიბი მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კონორ მაკგრეგორი დღეს აბუ დაბიში დასტინ პორიეს წინააღმდეგ დამარცხდა. ეს მაკგრეგორის კარიერაში, პირველი ტექნიკური ნოკაუტით მარცხია. ოთხივე ბრძოლა აქამდე ირლანდიელს მახრჩობელა ილეთით ჰქონდა წაგებული.

პორიეს და კონორის დაპირისპირებას, მეტწილად კონორის მარცხს - ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა "ეს ხდება მაშინ, როდესაც გუნდს იცვლი, იმ სპარინგ პარტნიორებს იცვლი, ვინც ჩემპიონი გაგხადა და ვარჯიშს ბავშვებთან იწყებ, რეალობიდან შორს ცხოვრობ."

ხაბიბის კომენტარს, პრესკონფერენციაზე კონორიც გამოეხმაურა "მე ისევ ის გუნდი მყავს, ვინც პირველი დღიდან მყავდა. მაგრამ სხვა კითხვა მაწუხებს, როდის დაბრუნდება? მე მზად ვარ და ველოდები, შორიდან როდემდე უნდა ისაუბროს?"

კომენტარები

ბოლო ამბები