Thumbnail

საოცარი დებიუტი - ჩენდლერმა ხაბიბი, პორიე და კონორი გამოიწვია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ამერიკელმა მაიკლ ჩენდლერმა, UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში, მსუბუქი წონის დივიზიონში მე-4 ნომრად განთესილი - დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში გათიშა.

ბრძოლა, ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყო, თუმცა ინიციატივას პირველი წამიდან ჩენდლერი ფლობდა და ჰუკერი, ძირითადად ოქტაგონის წრეზე სირბილით იყო დაკავებული.

ჩენდლერის საბაზისო ბრძოლის სტილი, ჭიდაობდა და გრეპლინგია. სწორედ ამიტომ, ჰუკერი ფეხში შესვლას უფრთხოდა, ამ დროს თავის დაცვა გადაავიწყდა და ჩენდლერის მარცხენა ძლიერად მოხვდა.

"სურპრიზი, სურპრიზი კონორ..." - გამარჯვების შემდეგ ჩენდლერმა მაკგრეგორს მიმართმა "ხაბიბ, პორიე... მსუბუქი წონის დივიზიონში ახალი მეფე გამოჩნდა." - დაამატა ამერიკელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები