Thumbnail

დუდას 32 ქულა და 11 მოხსნა - სანაძის გუნდმა მე-7 ადგილისთვის მატჩი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალ ხორი 80:72 ალ აჰლი
  • დუდა სანაძე: 32 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი

გარკვეული ხნით იძულებითი შესვენების შემდეგ დუდა სანაძე ყატარის ჩემპიონატში მოთამაშე ალ ხორს დაუბრუნდა და მას მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.

ყატარის საკალათბურთო ლიგაში ალ ხორი მე-7 ადგილისთვის მატჩში ალ აჰლის შეხვდა და 80:72 დაამარცხა. დუდა მატჩის MVP იყო 32 ქულით. მან შეუცვლელად ითამაშა და 6 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს. სანაძე მოხსნებითაც საუკეთესო იყო მატჩში - 11 მოხსნა. მის ანგარიშზეა 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. პასივში - 7 დაკარგვა და 1 პერსონალური შენიშვნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები