Thumbnail

მე-5 ტრანსფერი დინამოში - თბილისურ კლუბს მეორე სერბი შეუერთდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისის რიგებში მეორე სერბი ლეგიონერი ითამაშებს
  • 29 წლის მილან რადინი თბილისურ კლუბში ერთი წლით დარჩება

დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. თბილისური კლუბი სერბულ რადნიკს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დინამო ბელეკშია დაბანაკებული. გუნდმა დღეს კიდევ ერთი მოთამაშე წარადგინა. დინამოელთა რიგებს 2021 წლის სეზონში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი დაიცავს.

ფეხბურთელი დინამო თბილისს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ამჟამად რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ-ში შეკრებაზე იმყოფება მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა.

დინამოელებისთვის მილან რადინი მე-5 ახალი მოთამაშეა - აქამდე დინამომ ესპანელი კარლოს კასტრო, ლევან წოწონავა, ნიდერლანდელი ფაბიან სპორკსლეიდი და სერბი ზორან მარუშიჩი დაიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები