Thumbnail
  • ევროლიგამ 21-ე ტურის საუკეთესო მომენტების ვიდეოკრებული წარმოადგინა
  • ათეულში ცსკა-ფენერბაჰჩეს მატჩში თორნიკე შენგელიას ჩატენვაც მოხვდა

ევროლიგამ რეგულარული ჩემპიონატის 21-ე ტურის საუკეთესო მომენტების ვიდეოკრებული წარმოადგინა, რომელშიც მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ჩატენვაც მოხვდა.

ბოლო ტურში ცსკა-მ შინ თურქულ ფენერბაჰჩესთან, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის, ანგარიშით 83:89 წააგო. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - 18 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა. 

ეპიზოდი, რომელიც ევროლიგის ტურის TOP 10-ში შევიდა, ცსკა-ფენერბაჰჩეს თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოხდა და ის მატჩის მომენტადაც აღიარეს. მოსკოველთა წარუმატებელი იერიშის შემდეგ, ფარიდან გამოვარდნილ ბურთზე თორნიკემ ბოლომდე იბრძოლა, მოიპოვა და კალათში ცალი ხელით ისე ჩატენა, იქვე მყოფმა ფენერბაჰჩეს 2.13 მ სიმაღლის ჩეხმა ფორვარდმა იან ვესელიმ ვერაფერი დაუპირისპირა.

ევროლიგის სატურნირო ცხრილს ბარსელონა და ცსკა ლიდერობენ, რომლებსაც 21 მატჩში 15 მოგება აქვთ. რუსულ კლუბი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად ბერლინის ალბასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები